23 სექტემბერი 2019,   01:15
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორო პირი დააკავეს. დაკავება აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებას მოჰყვა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთან მივიდა უცნობი პირი, რომელიც მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და პროვოკაციულ განცხადებას აკეთებდა.

რუსთაველზე შეკრებილების თქმით, ეს ადამიანი აკეთებდა განცახდებას, რომ ეს არის შეკვეთილი აქცია.

სწორედ ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებს და აღნიშნულ პირს შორის.

ამის შემდეგ სიტუაციაში პოლიცია ჩაერთო და არსებული ინფორმაციით, ორი პირი დააკავეს.

დღის ამბები