19 აპრილი 2024,   19:43
ვრცლად
ვერეს ხეობა და ტრაგედიის გამეორების მოსალოდნელი საფრთხე - თბილისში სრულად თითქმის არც ერთი მდინარე არ კონტროლდება

გაზაფხული-ზაფხულის სეზონი და წყალმოვარდნების საფრთხე თბილისში - ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიიდან სამი წელია გასული, თუმცა თბილისის მსგავსი მასშტაბების წყალმოვარდნებისთვის კვლავ მოუმზადებელია. გაირკვა, რომ ხევებსა და მდინარეებზე წყალმოვარდნების შეტყობინების სისტემები სრულყოფილად მხოლოდ ვერეს ხეობაშია დამონტაჟებული. აქ იზომება მოსული ნალექების რაოდენობაც და 24 საათიან რეჟიმში კონტროლდება წყლის დონეც.

გლდანის ხევში ჯერ მხოლოდ ნალექმზომია დამონტაჟებული და წყლის დონე კვლავ არ კონტროლდება, შესაბამისად გარემოს ეროვნულ სააგენტოში დროულად ვერ გაიგებენ ეს მდინარე ძალიან ხომ არ ადიდდა ან სადმე ხომ არ ჩაიხერგა, რაც ასევე ძალიან საშიშია.

მხოლოდ ნაწილობრივ კონტროლდება ლეღვთახევი. დანარჩენი მდინარეების მონიტორინგი კი საერთოდ არ მიმდინარეობს. მათშორის თბილისის ცენტრში არსებული ვარაზის ხევი.  

დღის ამბები