19 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
"ზაზა სარალიძე აქ დალევს სულს, სანამ მისი შვილის მკვლელები არ იქნება გამოაშკარავებული,"- სარალიძე ბრძოლას კარავში აგრძელებს

აქცია პარლამენტის წინ - რუსთაველის გამზირის წინ გზის სავალ ნაწილზე კარვები გადააქვთ.

სულ ცოტა ხნის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ბრძოლა გააგრძელონ იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა მოქალაქეები მათ გვერდით. კარავი გზის სავალ ნაწილზე დგას, რის გამოც ადგილზე ავტომობილები ვერ იმოძრავებენ. 

კარვების ცენტრალურ გზაზე გადატანამდე მაჩალიკაშვილმა და სარალიძემ საზოგადოებას კარვების გადატანის თხოვნით მიმართეს. 

„დამარწმუნა დღეს გახარიას უწყებამ, თვითონ გახარიამ, რომ ესენი თვითონაც არიან ჩართულები ამ უსამართლო ბრძოლაში. მეჯახება მთავრობა და სისტემა? მე აქ ვიქნები მანამ, სანამ ჩემი შვილის მკვლელებს არ გამოიყვანენ სააშკარაოზე და აბსოლუტურად ყველა იმ პიროვნებას, ვინც დაფარა ეს დანაშაული, მანამდე ვიდგები აქ, თუ არადა გამოუშვან ბეტეერები და გადამიარონ და ამით დამთავრდება მაგათი ილუზიები და ზღაპრული ბრძოლები, აქ ვიქნები მანამ, სანამ ჭეშმარიტება არ იზეიმებს... ზაზა სარალიძე აქ დალევს სულს, სანამ მისი შვილის მკვლელები და მისი ხელის დამფარებლები არ იქნება გამოაშკარავებულები,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია დღეს 16:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

 

დღის ამბები