პირველი ოფიციალური ვიზიტით პრინცი ჰარი, მეუღლესთან ერთად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას ეწვევა. მოგზაურობა მშობლების მსგავსად, ახლად შეუღლებულმა წყვილმაც დაგეგმეს.
ახალი სამეფო წყვილის მოგზაურობა ომში დაშავებული ჯარისკაცების სპორტულ ჩემპიონატს ემთხვევა, რომელიც ოქტომბერში სიდნეიში გაიმართება. მეგანი და ჰარი ავსტრალიაშიც და ახალ ზელანდიაშიც უშუალოდ ამ ორი ქვეყნის მთავრობებმა მიიწვიეს.
წყვილი მოგზაურობისას მოინახულებს ფიჯისაც და ტონგასაც. პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 1983 წელს იმყოფებოდნენ და 41 დღე გაატარეს.