25 აგვისტო 2019,   20:48
ვრცლად
"დღევანელი აქცია აღარ არის მხოლოდ სარალიძის დახმარება, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ დავიცვათ დემოკრატია“-ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნიკა მელია. პარტიაში ამბობენ, რომ მისი დაკავება მოხდა კონსტიტუციის დარღვევით, რადგან მას იცავს დეპუტატის იმუნიტეტი.  

„რამდენიმე წუთს წინ კონსტიტუციის უხეში დარღვევები გაიტაცეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, კონსტიტუციური იმუნიტეტის მქონდე პიროვნება ნიკა მელია. ეს არის წარმოუდგენელი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში. არავის აქვს უფლება დააკავოს დეპუტატი პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.  

მან პოლიტიკური დევნა უწოდა დეპუტატის დაკავებას და აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმი გადავიდა უპრეცედენტო ძალადობაზე.

ენმ მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რომ დაუყოვნებლივ მოიწვიოს ბიუროს სხდომა. პარტია ასევე შს მინისტრის გადადგომას მოითხოვს. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ ეს აქცია აუცილებლად ჩატარდება.

„დღეს 6 საათზე ჩვენ ვგეგმავდით, რომ შევკრებილიყავით ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, მაგრამ დღეს ეს შეკრება აღარ არის მხოლოდ ამ ადამიანების დახმარება, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ დავიცვათ დემოკრატია“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა და აღნიშნა, რომ  რუსთაველის გამზირზე განვითრებული მოვლენების შესახებ პარტია ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.

სალომე სამადაშვილი მოუწოდებს ასევე ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუერთდეს დღევანდელ აქციას.  

ენმ მოუწოდებს სახალხო დამცველს მოახდინოს ადეკვატური შეფასება მომხდართან დაკავშირებით.

 

დღის ამბები