19 აგვისტო 2019,   19:23
ვრცლად
„ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება" - ომბუდსმენი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პორცესებს ეხმაურება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნინო ლომჯარია მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული პირი.

„ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება, მაგრამ, ამ დროისთვის, მიგვაჩნია, რომ კარვების დაშლა ტროტუარზე იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში; შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია, ვინ და რა მუხლითაა დაკავებული, სათითაოდ ვარკვევთ და სრული სურათი არ გვაქვს; ყველას შეუძლია მოგვმართოს, მათი დაკავების კანონიერების შესასწავლად; ჩვენი წარმომადგენლებიც იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან ვითარებას; სასამართლოს სამზარეულოში მომხდარ ინციდენტზე უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა, მოწმეთა ჩვენებებზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა,“-წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე.“ 

დღის ამბები