20 აპრილი 2024,   02:33
ვრცლად
"ასე მომიტაცეს და სად მივყავარ არ ვიცი"-რუსთაველის გამზირიდან ირაკლი ნადირაძე რამდენიმე პოლიციელმა გაიყვანა

რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ენმ-ს წევრთა შორის თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძეც არის. ის ტერიტორიიდან რამდენიმე სამართალდამცავმა გაიყვანა.  როგორც დაკავებისას ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, მისი აყვანა მაშინ მოხდა, როდესაც ის ნიკა მელიას დახმარებას ცდილობდა.

„ყელში უჭერდნენ, ახრჩობდნენ. ვეცადე, რომ ყელში, რომ უჭერდნენ გამეშვებინებინა. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო. ამის ნაცვლად ასე მომიტაცეს და სად მივყავარ არ ვიცი. აქ ვარ მოსული როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც 4 შვილის მამა, რომელიც სოლიდარობას უცხადებს შვილმკვდარი მამების აქციას, რომლებიც ითხოვენ დამნაშავეების დასჯას,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სამართალდამცავებმა მას დაკავების მიზეზი არ განუმარტეს. 

დღის ამბები