25 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
ხელისუფლებას ძალადობრივი მეთოდებით უნდა მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა - ზურაბ ჭიაბერაშვილი

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ დაუშვებელია.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით ცდილობს პროტესტის ჩახშობას.

„აქ იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია და დაუშვებელია, რომ მათი კონსტიტუციური უფლება, მშვიდობიანი აქციის, შეიზღუდოს. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ვერ აკონტროლებს მეთოდებს და ასეთი ძალადობრივი მეთოდებით უნდა მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ სამართალდამცავებმა 9 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ადმინისტრაციული კანონდარღვევას ედავება.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულები.

ამ დროისთვის პარლამენტის ეზოშია მობილიზებული შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.

დღის ამბები