19 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
ბატონი გახარია არის ყველაზე მძიმეწონიანი დამნაშავე დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით - ნიკა მელია

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იმყოფება. ნიკა მელია დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა, შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაარიდეს.

ნიკა მელიას თქმით, სამართალდამცავები დაკავების დროს მისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ, რის გამოც, მან ტელეფონი მანქანიდან გარეთ გადმოაგდო.

ნიკა მელია დაკავების მომენტს იხსენებს და აცხადებს, რომ მას სამართალდამცავებმა ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც დააზუსტეს, რომ ის პარლამენტარი იყო.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერზე წამსვლელია.

„დღეს დავინახეთ ხალხი გატაცებული, რომელთა ნაწილს დღესაც ვერ ვპოულობთ, ამ წუთის მდგომარეობით ვერ ვპოულობთ, ამას თუ ჰქვია დაკავება, კი ბატონო, ჩემი შეფასებით, ეს არის დარბევა, იყო წმინდა წყლის დარბევა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა შვილმკვდარ მშობლებს პროტესტის გამოხატვის უფლება არ მისცა.

„ჩამოშლილია ხელისუფლება, ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს. ნახეთ, რა მობილიზება არის იმ საპატრულო პოლიციის... ასევე, ხაზგასასმელია, რომ საპატრულო პოლიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არის გადაცმული, სპეცრაზმელებს გადააცვეს ფორმა საპატრულო პოლიციის და ვითომ მოქმედებენ, როგორც პატრულის თანამშრომლები,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გამო შს მინისტრს აკრიტიკებს.

"ბატონი გახარია არის ყველაზე მძიმეწონიანი დამნაშავე დღევანდელ მვლენებთან დაკავშირებით, ეს ადამიანი აუცილებლად აგებს პასუხს," - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები