19 ივნისი 2019,   21:55
ვრცლად
პარლამენტის წინ აქციისთვის ემზადებიან

ამ წუთებში პარლამენტის წინ აქციისთვის ემზადებიან. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულები.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია. უცნობია, რატომ მიიღეს სამართალდამცავებმა გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება.

ოპოზიციის წევრები ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მისვლას ელოდებიან, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმას გააცნობენ საზოგადოებას.

ოპოზიციის წევრების თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ შვილმოკლული მშობლები მიზანს არ მიაღწევენ და ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსთაველის გამზირზე დღეს განსაკუთრებული მობილიზება ჰქონდა გამოცხადებული.

პარლამენტთან დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასობით თანამშრომელი, აქციების დასაშლელად მობილიზებული სპეცტექნიკა, წყლის ჭავლის მანქანები და სამართალდამცველების კორდონი იყო მობილიზებული.

პარლამენტთან დაკავებების სერია დილიდან დაიწყო და საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატების დაპატიმრებით დასრულდა, რომლებიც პირდაპირ კამერების წინ აიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ სამართალდამცავებმა 9 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ადმინისტრაციული კანონდარღვევას ედავება.

დღის ამბები