სპეცოპერაცია ქუთაისში - სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი 45 წლის მამაკაცი დააკავეს.
ნიკეას ქუჩაზე, ერთ-ერთი ბარის მიმდებარედ რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცრაზმი და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
დაკავებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა. უფლებადამცველი სამართალდამცველებს დაკავების პროცესში ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.