23 აპრილი 2024,   15:49
ვრცლად
მდინარე ვოლგაზე სამგზავრო გემის და სატვირთო ბარჟას შეჯახებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

10 ადამიანი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას ვოლგოგრადში. მდინარე ვოლგაზე ერთმანეთს სამგზავრო გემი და სატვირთო ბარჟა შეეჯახა.

გემზე, სადაც წვეულება მიმდინარეობდა სულ 16 ადამიანი იმყოფებოდა. 5 ნაპირზე ამოსვლა შეძლო. 1 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ავარია უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

დღის ამბები