20 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი გახდა

სოფო ბათილაშვილი ყველაზე რეიტინგული მუსიკალური პროექტის გამარჯვებულია - მხოლოდ ქართულის ჟიურის რჩეული 18 წლის მომღერალი, მაყურებლის ფავორიტიც გახდა - 700 ათასამდე შემოსული ზარიდან მან ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

მხოლოდ ქართულის გამარჯვებულს დიდი ხნის ოცნება პარტნიორმა კომპანიამ აუსრულა. ახალგაზრდა მუსიკოსი ამერიკაში, ბერკლის სამუსიკო აკადემიაში სასწავლებლად წავა. თუმცა მანამდე ის ნიცაში ბიონსესა და ჯეიზის კონცერტზე გაემგზავრება. მეორე ადგილზე საბა კემულარია გავიდა. ის „ისი-პარის“ რჩეულიც აღმოჩნდა. ბავშვობის ოცნება ალექსანდრე მრელაშვილსაც აუსრულდება - ის იტალიაში ემინემის კონცერტს დაესწრება.

ნიკა გვარამიამ არხის რჩეული დაასახელა. წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ კიდევ უფრო დიდი მონდომებით მხოლოდ ქართული „რუსთავი 2”-ის მაყურებელს შემოდგომაზე დაუბრუნდება.

დღის ამბები