20 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წევრებს ხვდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წევრებს ხვდებიან.

საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მესამე სექტორი ქვეყანაში მართლმსაჯულების კუთხით არსებულ ვითარებას და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებაში არსებულ ხარვეზებს აცნობს.

მესამე სექტორი ასევე დეტალურად განუმარტავს დიპლომატებს, რა გახდა ბოლო პერიოდში ქვეყანაში ხმაურიანი აქციების და საზოგადოების პროტესტის მიზეზი.

"საზოგადოებაში მიდის საუბარი, როგორც კონკრეტული საქმის გამოძიებაზე, ასევე მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და ზუსტად ეს არის ის მთავარი თემა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ შეხვედრის დროს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრე ბატონი სარალიძის ამ საქმეზე, კითხვებზე, რომელიც არსებობს ამ გამოძიებასთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, თუ რამ მიგვიყვანა ამ პრობლემებზე," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. 

დღის ამბები