18 აპრილი 2024,   21:50
ვრცლად
ქართველი ექსპერტების ჯგუფი ოშკის ტაძარზე სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს გაეცნო

ქართველი ექსპერტების ჯგუფი ოშკის ტაძარზე სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს გაეცნო.

ოშკის რეაბილიტაციას, ქართველი სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, თურქეთის მხარე უზრუნველყოფს. იწყება ტაძრის კონსტრუქციული ნაწილის სრულფასოვანი შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

თურქი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ტაძრის მთლიანი ქსოვილის აღჭურვას სპეციალური დეტექტორებით, კონკრეტული სამუშაოები კი სწორედ ციფრული მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრება.

მეათე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე ჩატარდება გეოლოგიური კვლევებიც.

დღის ამბები