26 ივნისი 2019,   09:03
ვრცლად
ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დღეს შეხვედრა გაიმართა

ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დღეს შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა პარლამენტის დეპუტატებსა და ამ საკითხზე მომუშავე ექსპერტებს შორის შედგა. შეხვედრაზე, რომელიც NDI-ის საქართველოს ოფისის მიერ იყო ორგანიზებული, საუბარი შეეხო ძველ თბილისში განსახორციელებელ სამუშაოებს და გეგმებს, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს.

სამუშაოების დაწყებამდე კი აუცილებელია რამდენიმე კანონში ცვლილება, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

„ეს არის "კულტურული მემკვიდრეობის" კანონში ცვლილებები, რომელიც უნდა გამარტივდეს. რაც შეეხება ძველ თბილისში პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის პროცედურებს, ასევე უნდა გამარტივდეს ამხანაგობებთან მოლაპარაკების პროცესით,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის წევრი, ბიძინა გეგიძე.

დღის ამბები