20 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
აქციაზე დაკავებული ინტერპოლით ძებნილი, რომელსაც სინამდვილეში არავინ ეძებდა - ბესლან ლორდანოვი წლებია, სუს-თან თანამშრომლობს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ბესლან ლორდანოვი ქართულ ციხეში ათ დღეს გაატარებს. რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ ყაზახეთის მოქალაქეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო პატიმრობა შეეფარდა.

აქციაზე განხორციელებული დაკავებების სერიიდან მალევე შსს-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ სპეციალურად მოწყობილი კარვებიდან სამართალდამცავებმა ძებნილი პირები აიყვანეს, მათ შორის უწყებაში ბესლან ლორდანოვიც დაასახელეს.

თუმცა, გაირკვა, რომ მას საქართველოში არც არავინ ეძებდა.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამბობს, რომ სინამდვილეში ბესლან ლორდანოვი აქციაზე სუს-მა მიაგზავნა.

მისი თქმით, ლორდანოვი ყაზახეთში ყაჩაღობისთვის იძებნება. ამის გამო, მისი გვარი ინტერპოლის წითელ ცირკულარში ჩასვეს, ოღონდ მას შემდეგ, რაც მან საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. ის ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა, 2013 წელს გაათავისუფლეს. კვახაძე ამტკიცებს, რომ ამ დროიდან ის სპეცსამსახურების აღრიცხვაზე იყო და უშიშროებასთან თანამშრომლობდა.

ბესლან ლორდანოვთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ის ამბობს, რომ ლორდანოვი აქციაზე არასდროს უნახავს. 

დღის ამბები