25 აპრილი 2024,   09:41
ვრცლად
სოფო ბათილაშვილის ყველაზე რეიტინგული კონკურსის „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულია

სოფო ბათილაშვილის ყველაზე რეიტინგული კონკურსის მხოლოდ ქართულის  გამარჯვებულია. ახლა ის უკვე აქტიური მუსიკალური კარიერის დასაწყებად ემზადება.

გუშინდელი კონცერტის შემდეგ კი ის სახლში მრავალ პრიზით დაბრუნდა. მათ შორის სოფო ბათილაშვილი სახლის მფლობელიც გახდა.

მხოლოდ ქართული სოფო ბათილაშვილის პირველი კონკურსი არ არის. საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა პირველად 3 წლის წინ სცადა.  დღეს ეს პერიოდი ძალიან მძიმედ ახსენდება, 15 წლისას არც კი ეგონა, თუ საკუთარ ბედს მუსიკალურ კონკურსში ისევ სცდიდა.

ამბობს, რომ გამარჯვებასთან ერთად შეიძინა მეგობრები, რომლებიც კონკურსის დროს მისი კონკურენტები არასდროს ყოფილან. პირიქით, ყველა ერთმანეთის გულშემატკივარი იყო.


 

დღის ამბები