17 ოქტომბერი 2018,   06:16
ვრცლად
ამოვბეჭდე კიდევ ერთი კვლევა და მინდა, უმრავლესობას გავუგზავნო, რომ ხვალ 4-5 საათი დასხდნენ და განიხილონ - გიორგი ვაშაძე

„ამოვბეჭდე გაეროს ორგანიზაციის კიდევ ერთი კვლევა და მინდა, უმრავლესობას გავუგზავნო, რომ ხვალ 4-5 საათი დასხდნენ და ეს კვლევაც განიხილონ,“ - ასე შეაფასა პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, ქართული ოცნების დეპუტატების განცხადება, რომ მართველი გუნდის სამსაათიან შეხვედრაზე არა სამთავრობო ცვლილებებზე, არამედ UNICEF-ის კვლევაზე იმსჯელეს.

ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაკეთებული კომენტარების არ სჯერა.

„თქვენ თვითონაც ხვდებით, რომ უკვე კომიკურად იხდიან თავს. აბსოლუტურად კომიზმი იყო უმრავლესობის ლიდერის განცხადება. ნუთუ, თვითონ სჯერათ იმ განცხადების, რომ ამით რომელიმე მოქალაქე გამართლებთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ქართული ოცნების ოფისში სხდომის დაწყების წინ პარტიის ე.წ. ძველი სახეები პირდაპირ მიანიშნებდნენ კვირიკაშვილის კაბინეტის ვადის ამოწურვაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი არცერთი მათგანი ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილა. განმარტებებს მხოლოდ ე.წ. ახალი სახეები აკეთებდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ შეხვედრაზე UNICEF-ის კვლევაზე იმსჯელეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები