25 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
"მოვიდნენ 4-5 მანქანა ჩაგვკეტეს, დეისაძეზე ანიშნეს, ჩატენეს," - "თავისუფალი ზონის" წევრი, მისი მეგობრის დაკავებაზე საუბრობს

აღკვეთის ღონისძიების რა სახეს შეუფარდებს გამოძიება მირიან დეისაძეს დღეს გახდება ცნობილი. პროცესი საქალაქო სასამართლოში დილის 10:00 საათზეა ჩანიშნული. ""თავისუფალი ზონის"" წარმომადგენები გუშინ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს.

ისინი სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ. საქმეზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"მოვიდნენ 4-5 მანქანა ჩაგვკეტეს, დეისაძეზე ანიშნეს, ჩატენეს, მე ბავშვი მეჭირა ხელი მკრეს თავი მიარტყმევინეს რეკლამის იმას, ბავშვმა ტირილი დაიწყო, ლაშა დაბლა ჩააგდეს და ერთი დაიყვირეს რომ პოლიციელი ვარო. რომ გამოვიძახეთ პატრული, ნახევარი საათი ველოდეთ არ მოვიდა და რომ მოვიდნენ ლაშამ ემოციურად უთხრა ვინ დაიჭირა ჩემი მეგობრებიო,"-განაცხადა "თავისუფალი ზონის" წევრმა გიორგი ჭირღვავამ.

დღის ამბები