25 ივნისი 2018,   00:10
ვრცლად
რუსული აგრესია, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა ოკუპირებულ რეგიონებში - ევროპარლამენტში საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავენ

ევროპარლამენტარების სრული მხარდაჭერა საქართველოსნ -რეზოლუციის მიღებამდე ორი დღით ადრე ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებსა და ქვეყანაში რუსეთის შემოჭრიდან 10 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატები გამართეს.

„დღეს, როდესაც საქართველოს სოლიდარობას ვუცხადებთ, მოგიწოდებთ მხარი დავუჭიროთ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანების უფლებების დარღვევასა და მათ შორის საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში არიან პასუხისმგებლები“- განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსიმ.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ასევე საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა ევროპელმა დეპუტატმა გუნარ ჰოკმარკმა. მისი თქმით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებში აგრესიას ახორციელებს. 

 

დღის ამბები