20 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია. აბაზოვის დაკავება მარნეულში მცხოვრები პირის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

აბაზოვის დაკავების შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2"-ს მთავარ პროკურატურაში უდასტურებენ.

გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები