25 აპრილი 2024,   05:52
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმე - დაცვის მხარემ ომბუდსმენის დაკითხვის მოთხოვნის შუამდგომლობა დააყენა

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის შუამდგომლობების განხილვით გაგრძელდა. დაცვის მხარემ სახალხო დამცველის დაკითხვის მოთხოვნის შუამდგომლობა დააყენა.

მხარე ასევე ითხოვს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე თეიმურაზ ჯანაშიას მოსაზრები დაერთოს. 

ნინო ლომჯარია საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ამბობს, რომ თემურ ჯანაშიას ქმედებაში ბრალეულობა არ იკვეთება.

მეორე შუამდგომლობა კი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დაკითხვას შეეხებოდა.

ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ ე.წ. პიჯაკების საქმის დოკუმენტებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

 

 

დღის ამბები