20 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დატოვა 

„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და კომისიის წევრმა ადა მარშანიამ გააკეთა. 

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ საგამოძიებო კომისიას, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, გაემიჯნა.

ადა მარშანიას განცხადებით, ის არ მიიღებს ისეთ ფორმატში მონაწილეობას, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაშია.

„მე ვერ ვრჩები ამ კომისიაში, ვერ ვიმუშავებ, იქ სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით ზის. იქ ჩვენ არაფერი გვესაქმება და ეს არის „ქართული ოცნების" ბრალი, რომ ასე მოხდა. აბსურდამდე და ცინიზმამდე დავედით, ეს ფაქტი არის ცინიკური ფაქტი და აბსურდის თეატრის გაგრძელება“- განაცხადა მარშანიამ.

კომისიის 17 კაციან შემადგენლობაში უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას აქვს. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი კი „ევროპული საქართველო“ წევრი, სერგი კაპანაძეა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები