10 დეკემბერი 2018,   22:57
ვრცლად
ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში შვილის მკვლელობის საქმეზეა დაბარებული.

გამოძიების ფარგლებში სარალიძე ჩვენებას მოწმის სტატუსით მისცემს. მოკლული მოზარდის მამა აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით პირველად იკითხება. სარალიძე შსს-ში ადვოკატთან ერთად იმყოფება. 

„აქამდე რატომ არ დამიბარეს? ვიღაც-ვიღაცებს იბარებენ, ყველაზე მეტ ინფორმაციას მე ვფლობ. მე ვაპირებ, ყველა დეტალი მივაწოდო გამომძიებლებს,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომელმაც განმარტა, რომ აპირებს, გამოძიებას ყველა გვარი დაუსახელოს.

ასევე შსს-ში ცოტა ხნის წინ განმეორებით გამოკითხვაზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი მივიდა. 51-ე სკოლის მოსწავლე უწყებაში ადვოკატთან და დედასთან ერთად შევიდა.

შსს-ში ასევე იმყოფებოდნენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. 

ცნობილი გახდა ასევე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ და შეხვედრას მართავენ. 

 

 

 

 

დღის ამბები