20 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
9 დაკავებული და აქცია ჭიათურის პოლიციასთან - პროკურატურამ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ჭიათურაში პოლიციასთან მიმდინარე აქციას, სადაც სამი ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრების უკანონო დაკავებას აპროტესტებს მთავარი პროკურატურა ეხმაურება.

უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურამ შსს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ პირთა მიმართ შესაძლო არაადამინური მოპყრობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს შსს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ თ.გ.- ს, ზ. ნ. - ს, პ. კ. - ს, ლ. მ. - ს და სხვათა მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, სსკ-ის 144" მუხლის მეორე ნაწილის "ა, ბ, დ, ე, ზ" ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აქციის სამი მონაწილე, რომლებიც უკვე მეცხრე დღეა შიმშილობენ, დღეს კი პირი ამოიკერეს ამბობენ, რომ მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა.

რვა ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და გამოუშვეს, ერთ მათგანს - თემურ გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ისინი მეგობრის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პოლიცია ახალგაზრდებს თანამშრომლობას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით ემუქრებოდა.

დღის ამბები