25 აპრილი 2024,   00:05
ვრცლად
"თავისუფალი ზონის" წევრს ლაშა ჭიღლაძეს პოლიციის შეურაცხყოფისთვის 5 დღიანი პატიმრობა მიესაჯა

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული "თავისუფალი ზონის" წევრი ზონის ლაშა ჭიღლაზე პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.

საქმის მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჭიღლაძეს 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.მას გამოძიება პოლიციის შეურაცხყოფას ედავება.

სასამართლო პროცესზე ლაშა ჭიღლაძემ აღიარა, რომ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავებს, რომლებმაც ჭიღლაძის თქმით, მისი მეგობარი მირიან დეისაძე უკანონოდ დააკავეს.

„კი, უცენზურო სიტყვები წარმოვთქვი იმ პოლიციელების მიმართ ვინც იარაღებით მოვიდა ჩვენთან. თორემ ისე მოსული პატრულის თანამშრომლისთვის მე შეურაცხყოფა არ მიმიყენებია,“-განაცხადა ლაშა ჭიღლაძემ.

„თავისუფალი ზონის" წევრები ლაშა ჭიღლაძე და მირიან დეისაძე სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ მირიან დეისაძეს საქალაქო სასამართლომ 700 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ლაშა ჭიღლაძე კი იზოლატორს 17 ივნისს დატოვებს.

 

 

დღის ამბები