20 აპრილი 2024,   00:58
ვრცლად
"ადამიანი აგინებს „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და პასუხს სთხოვენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დეპუტატ, აზერ სულეიმანოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება.

მელიას განცხადებით, სრულიად გაუგებარია რა შუაშია დეპუტატი ელჩინ ალხვერდიევზე განხორციელებული ძალადობის საქმესთან. მისივე თქმით, ეს სცენარი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთით, სუს-ის მიერ არის განხორციელებული და მიზნად ისახავს მოქალაქეების დაშინებას.

„რამე თუ გამაკვირვებდა საერთოდ "ქართული ოცნებისგან" მე პირადად აღარ მეგონა. ადამიანი აგინებს „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და პასუხს სთხოვენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს.

მსგავსი სისულელე ვის თავში დაიბადა სუს-ის დავალებით და პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ არის ეს ოპერაცია ჩატარებული, რომ ვერავინ ვერ გაბედოს მარნეულში, თბილისში და განსაკუთრებით ქვემო ქართლში ბიძინა ივანიშვილის გინება“-აცხადებს მელია.

დღის ამბები