19 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
"საკადრო ცვლილებებს უფრო ტაქტიკური ხასიათი აქვს ვიდრე სტრატეგიული“ - ფოფხაძე პრემიერის შესაძლო გადადგომაზე

საპარლამენტო უმრავლესობაში არ საუბრობენ იმ მოლოდინზე, რომელიც პრემიერის დაგეგმილ ბრიფინგთან დაკავშირებით აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას დღეს გააკეთებს.  

გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მისთვის მთავარია მმართველმა გუნდმა გაითავისოს ის პასუხიმგებლობა, რომელიც არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში მას აკისრია.

„მგონია, რომ ხელისუფლებას კარგად აქვს გათავისებული ის პასუხისმგებლობა რაც მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაში მას აკისრია და მგონია, რომ ამ პასუხისმგებლობით.

ვინ გადაგება და ვინ არა ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანია ის პრობლემები და გამოწვევები, რომელის წინაშეც სახელმწიფო დგას. ბოლომდე იყოს გათავისებული და სათანადოდ რეაგირებული სახელისუფლებლო გუნდის მიერ, რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს ამას უფრო ტაქტიკური ხასიათი აქვს ვიდრე სტრატეგიული“-აცხადებს ფოფხაძე.

დღის ამბები