15 ოქტომბერი 2018,   15:54
ვრცლად
„ბევრად უფრო ღირსეულად წავიდა ღარიბაშვილი, იმან ის მაინც თქვა, რომ ბიძინამ გაუშვა" - ნიკა მელია

„ბევრად უფრო ღირსეულად წავიდა ბატონი ღარიბაშვილი,“-ასე გამოეხმაურა ენმ-ს პოლიტსაბჭოს ლიდერი ნიკა მელია, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა ისიც კი ვერ აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა და მანვე გაუშვა.

„ბატონმა ღარიბაშვილმა ის მაინც თქვა, რომ ბიძინამ გამიშვა. ბატონმა კვირიკაშვილმა თქვა შემდეგი რომ თითქოს მას აქვს უთანხმოება თვეების განმავლობაში ხედვებთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარესთან,“-განაცხადა ნიკა მელიამ.  

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ჯერ კიდევ თვენახევრის  წინ გიორგი კვირიკაშვილი ირწმუნებოდა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა.

ნიკა მელია ამბობს იმასაც, რომ პრემიერის გადადგომა არის ხალხის გამარჯვება და ყველაფერი დამთავრდება ოქტომბრის არჩევნებზე.

„ეს ადამიანი 30 მარტს თვენახევრის წინ საუბრობდა ცინიკურად, საზოგადოებას ესაუბრებოდა და მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ აქ ყვავ-ყორნებივით რომ დასტრიალებთ ჩემს ადმინისტრაციასო და რომ ელოდებით ტაიმერი როდის დარეკავს და როდის გადავდგებიო, პირობას   გაძლევთ რამდენიმე წელი ეს ტაიმერი არ დარეკავსო. აქედან გამომდინარე რისი თქმა შეიძლება, დიახაც, საზოგადოების ძალიან პატარა მაგრამ მაინც გამარჯვება.  ყველაფერი დამთავრდება შემოდგომაზე. ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ბარტყების გადმოგდება. გადმოაგდო მირზა სუბელიანი, გადმოაგდო შოთაძე და გადმოფერთხა მთელი მთავრობა. პირადი მზარეულის დანიშვნა უნდა  ქალბატონი ცქიტიშვილის? ოლიგარქატი უნდა დამარცხდეს. ბიძინა ივანიშვილის უნდა ჩამოშორდეს  მართვის სადავეებს და ამას გააკეთებს საზოგადოება,“-განაცხადა ნიკა მელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები