24 აპრილი 2024,   13:43
ვრცლად
ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აღარ უნდა იყოს - არასამთავრობოები კვირიკაშვილის გადადგომას ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილის მიერ პოსტის დატოვებას ეხმაურებიან. სამოქალაქო სექტორის აზრით, ცვლილებები მნიშვნელოვანია.

მათი შეფასებით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი აღარ უნდა იყოს. არასამთავრობო ორგანიზაციებს კამპანიაც კი ჰქონდათ მოთხოვნით - გადადგეს წულუკიანი.

„მნიშვნელოვანია, რომ ღირსეული და პროფესიული ადამიანები იქნენ შერჩეული ამ თანამდებობებზე. ცხადია, რომ საზოგადოებაში არსებობდა მოთხოვნა, რომ სამთავრობო გუნდი გადახალისებულიყო, რადგანაც ბევრი რეფორმა ახალი სულით უნდა გაგრძელებულიყო,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ვინ იქნებიან მთავრობის ახალ შემადგენლობაში.

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ იმ პირობებში, როდესაც არ ვლაპარაკობდით მთავრობის დათხოვნაზე, ვამბობდით, რომ მოქმედ იუსტიციის მინისტრს დაკავებულ პოსტი უნდა დაეტოვებინა,“- განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეს განცხადებები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გააკეთეს. ისინი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის მოადგილეს ხვდებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები