13 დეკემბერი 2018,   20:54
ვრცლად
სკანდალური ვიდეო და ძალადობა მარნეულში - მარნეულის მერს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება

მარნეულის მერს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მარნეულში მომხდარი ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული, მათ შორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი - თემურ აბაზოვი.

გამოძიება ღირსების შემლახველი ვიდეოების გავრცელებული შემდეგ დაიწყო, სადაც მარნეულის მცხოვრებ ელჩინ ალახვერდოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სექსუალური ძალადობის მუქარით ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულეს.

მარნეულის გარეუბანში მდებარე რესტორნის თანამშრომელი ადასტურებს, რომ მათ თანაქალაქელს შარდით სახის დაბანა რესტორანთან ახლოს აიძულეს. შემდეგ კი არაადამიანური მოპყრობის ფაქტი ტელეფონით გადაიღეს და ინტერნეტში ატვირთეს. კადრები გუშინ „სტუდია მონიტორმა“ გაავრცელა.

ელჩინ ალახვერდოვის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი მარნეულის მერის მხრიდან გახდა. თემურ აბაზოვი ალახვერდოვს სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა, თუ ის კამერის წინ შარდით სახეს არ დაიბანდა.

ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ალახვერდოვს „ქართული ოცნების“ წევრმა ჯერ სახეში შეაფურთხა, შემდეგ სცემა, ბოლოს კი შარდით სახის დაბანა აიძულა.

მარნეულის მერის ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ. თემურ აბაზოვის ერთადერთი ინტერვიუ ამ საქმესთან დაკავშირებით მის დაკავებამდე „სტუდია მონიტორმა“ ჩაწერა. მერი ამტკიცებს, რომ სკანდალური ვიდეოები, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა და გამოძიება დაიწყო, ნანახიც კი არ აქვს.

დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი დღეს კამერის წინ არ გამოჩენილა, მთელი დღის განმავლობაში მას პოლიციაში კითხავდნენ. ელჩინ ალხვერდოვის შვილი „კურიერს“ უყვება, რომ მისი მამა მუქარისა და ძალადობის მსხვერპლი მარნეულის მერის მხრიდან გახდა და დამამცირებელი ვიდეოკადრების გადაღების დროს თემურ აბაზოვი იქვე იდგა.

ამავე თემაზე
დღის ამბები