19 აპრილი 2024,   23:02
ვრცლად
რამდენიმე საათი ქვეყნის ახალი პრემიერის დასახელებამდე - უმრავლესობაში კვირიკაშვილს აფასებენ

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტურია, კვირიკაშვილის შემცვლელის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია კი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს. სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნება" მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატს დაასახელებს. "კურიერის" ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილს ფინანსთა მინისტრის უკვე მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ბახტაძე შეცვლის.

"პრემიერის გადადგომას არასწორად ითხოვდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, არის თემები, რომელიც განიხილება გუნდში და გადაწყვეტილებები არის სამართლიანია. 

"არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ ვურჩევ, რომ კონკრეტულ გვარებზე იყოს საუბარი, ჯერ შიგნით უნდა განვიხილოთ თემა,"-აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები