25 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
მთავრობის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცებამდე, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი შეასრულებს

მთავრობის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცებამდე, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი შეასრულებს. პრემიერის გადადგომა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ახლა ყველა მინისტრი ასევე მოვალეობის შემსრულებელია. ახალი კაბინეტის დამტკიცებისთვის კი დაახლოებით 20-დღიანი პროცედურა არსებობს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს გაცილებით მალე მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატურას დაეთანხმება, ის ამ კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. პოსტის ჩასაბარებლად კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მიიღოს. ამის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას დეპუტატებს უკვე დამტკიცებული პრემიერ-მინისტრი წარუდგენს.

დღის ამბები