24 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
მარნეულის მერის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დარჩება თუ არა პატიმრობაში მარნეულის მერი თემურ აბაზოვი - აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გადაწყვეტილება დღეს სასამართლომ უნდა მიიღოს. მარნეულის მერი ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზეა დაკავებული და მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. გამოძიება სოციალურ ქსელში ღირსების შემლახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ დაიწყო, სადაც მარნეულის მცხოვრებს "ქართული ოცნების" ლიდერების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სექსუალური ძალადობის მუქარით ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულეს. გვიან ღამემდე გაგრძელდა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში საკრებულოს წევრების დაკითხვა, მათ შორის იყო "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი აზერ სულეიმანოვი, რომელსაც ბრალი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ცემის ფაქტზე წაუყენეს. იკითხებოდა დაზარალებულიც, მან შენობა სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა.

დღის ამბები