25 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
პრემიერის გადადგომას ამერიკული სადაზვერვო ანალიტიკური კომპანია და უცხოური მედია ეხმაურება

საქართველოს პრემიერ მინისტრის გადადგომას გავლენიანი ამერიკული სადაზვერვო -ანალიტიკური კომპანია "სტრატ-ფორი" ეხმაურება.

განცხადებაში წერია, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების შემდეგ განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას მსოფლიო პრესაც ეხმაურება.
“პრემიერ მინისტრი გადადგა მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო”-წერს “ნიუ-იორკ” თაიმსი.

“დოიჩე ველე” კი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, გიორგი კვირიკაშვილისა და მისი მთავრობის მიმართ პოლიტიკურ წრეებში არსებული უკმაყოფილების ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას.

ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოებისა და საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს პრემიერის გადადგომის შესახებ ასევე ბი-ბი-სი, ევრონიუსი და მსოფლიოს სხვა გავლენიანი გამოცემებიც იუწყებიან.

დღის ამბები