18 აპრილი 2024,   05:23
ვრცლად
სად გაქრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობები - ენმ კვირიკაშვილის, გახარიასა და ქუმსიშვილის დაკითხვას ითხოვს

გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" სიძის სკანდალთან დაკავშირებით ოპოზიცია პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს.

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვას ითხოვს, რადგან გიორგი შარაშიძის კომპანიისთვის ჯერ მიწის ნაკვეთის გადაცემა და შემდეგ უკან დაბრუნება სწორედ ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით მოხდა.

ხაბეიშვილი ითხოვს იმის გამოძიებას, თუ სად წავიდა ის შენობა-ნაგებობა, რომლებიც თავდაპირველად ტერიტორიაზე არსებობდა, სახელმწიფომ კი მიწის ნაკვეთი უკან ამ ნაგებობების გარეშე დაიბრუნა.

„ექვს თვეზე მეტია გასული, შენობები გამქრალია, ექსპერტიზის დასკვნა დევს,რომ ნახევარ მილიონზე მეტია ქონება, ანუ შეფასებულია ქონება. ეს ხალხი, კვირიკაშვილი, გახარია, ქუმსიშვილი დაკითხა თუ არა პროკურატურამ. თუ არ დაკითხეს რატომ არ დაუკითხავთ? სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ ვინ გააქრო სახელმწიფოს შენობები“- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები