17 ოქტომბერი 2018,   16:59
ვრცლად
"გიორგი კვირიკაშვილმა იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე მან ეს აღნიშნა კონფერენციაზე"-მიხეილ ჯანელიძე

მიხელ ჯანელიძე სავარაუდოდ მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება. მისი განცხადებით მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, რომელსაც გუნდთან კონსულტაციის შემდეგ გაახმოვანებს. მიხეილ ჯანელიძემ დღეს გიორგი კვირიკაშვილზეც ისაუბრა. მისი თქმით ყოფილმა პრემიერმა გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ბრიფინგისას ისაუბრა.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ გუნდ, რომელთან ერთადაც იქნა მიღწეული ის შედეგები, რომლითაც ვამაყობთ. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. მაგრამ რა თქმა უნდა მე გუნდთან მექნება კონსულტაციები. სრულიად ვიზიარებ ყველა იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა გუშინ ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ მან იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე მან ეს აღნიშნა კონფერენციაზე. და დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილია  ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის , რომ მომავალი წარმატებები ჰქონდეს ამ გუნდს,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

დღის ამბები