18 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
ვრჩები "ქართული ოცნების" გუნდურ მოთამაშედ - წულუკიანის პირველი კომენტარი პრემიერის გადადგომის შემდეგ

პრემიერის გადადგომასა და ახალი პრემიერობის კანდიდატურის შერჩევის საკითხს იუსტიციის უკვე ყოფილი მინისტრი ეხმაურება.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ მან არ იცის ვინ იქნება ახალი პრემიერი, წულუკიანი შესაძლო კანდიდატებზე არ საუბრობს.

რაც შეეხება მის ადგილს მინისტრთა ახალ კაბინეტში, თეა წულუკიანის თქმით, შეინარჩუნებს თუ არა მინისტრის თანამდებობას, ეს ახალ პრემიერზე იქნება დამოკიდებული, თუმცა როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი აცხადებს, ის რჩება „ქართული ოცნების“ გუნდურ მოთამაშედ.

ვფიქრობ რომ პრეზიდენტის ამ გამონათქვამს ძალიან კარგად და სწორად უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ყველას შეგვახსენა, რომ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომ პარტია, რომელსაც აქვს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მათ შორის სახელმწიფოს მართვასთან დაკავშირებით, ისე როგორც ამას ითვალისწინებს ძირითადი კანონი სახელმწიფო კონსტიტუცია.

სამთავრობო შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებებს ამ მოდელში, საპარლამენტო რესპუბლიკაში იღებს მმართველი პარტია, ანუ პარტია, რომელიც არის უმრავლესობით, შესაბამისად მე არ შეიძლება ვიცოდე ვინ იქნება პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, შემდეგ ეს კანდიდატი, როგორ დააკომპლექტებს საკუთარ კაბინეტს.

კარგი იქნება თუ ჩვენ ყველა მშვიდად შევხვდებით, მათ შორის პრეზიდენტი, იმას, რომ ეს არის პროცედურა, რომ ქვეყანას მართავს ქართული ოცნების მმართველი პარტია და პრემიერისა და მინისტრების ცვლილებით არ იცვლება პოლიტიკური კურსი არც შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. მე ყოველთვის ვიყავი და ვარ "ქართული ოცნების" გუნდური მოთამაშე"-განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები