19 ივნისი 2018,   12:11
ვრცლად
120 სახელმწიფო 8-ის წინააღმდეგ-გაერომ რეზოლუცია მიიღო, სადაც ის ღაზას სექტორში ისრაელის ქმედებებს გმობს

გაეროს გენერალური ასამბლეა გმობს ღაზას სექტორში ისრაელის ქმედებებს. ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას 120-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა 8, მათ შორის შეერთებული შტატები და ავსტრალია, 45-მა კი თავი შეიკავა. გენერალურ ასამბლეაზე გატანილი დოკუმენტი თითქმის იმ რეზოლუციის პროექტის იდენტური იყო, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა უშიშროების საბჭოში ვეტო დაადო. რეზოლუციის ავტორები ისრაელს პალესტინელთა მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ.  

დღის ამბები