20 აპრილი 2024,   09:19
ვრცლად
ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებულ დ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში, აიყვანეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით,  გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივნისს, გამთენიისას, თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1984 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

როგორც უწყების მეირ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მახლობლად შენიშნეს. ლ.ჩ.-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა მოთავსებული, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ექიმებისგან ინფორმაცია მიიღეს, რომ ბრალდებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, იგი დაუყოვნებლივ დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები