19 ოქტომბერი 2018,   22:55
ვრცლად
"ცოტა უადგილო იყო ამ საკითხების წამოწევა დღევანდელ ფორუმზე" - ჩუგოშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს

პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადების გამო, პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერიც აკრიტიკებს.

თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ფორუმზე, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციაზე უნდა ესაუბრათ პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადებები და შიდაპარტიული კინკლაობა უადგილო იყო. 

„პარლამენტსა და მთავრობას შორის პრობლემები არსებობდა. ეს პირველ რიგში მთავრობის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხი არის, არის ეკონომიკის კუთხით არსებული გამოწვევები, რომელზეც გუნდმა უკვე იმსჯელა და საერთო ჯამში იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად.

ზოგადად პრეზიდენტის განცხადება დღევანდელ ფორუმზე - ვფიქრობ დღევანდელი ფორუმი არ იყო ადგილი, ეს არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის საკითხების განსახილველი ადგილი, რომელშიც ძალიან ბევრი უცხოელი კოლეგა მონაწილეობს და ეს ფორუმი არის იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ვილაპარაკოთ და არა შიდაპოლიტიკურ კინკლაობაზე. ვფიქრობ, ცოტა უადგილო იყო ამ საკითხების წამოწევა დღევანდელ ფორუმზე. რაც შეეხება კონკრეტულ აქცენტებს, რომელზეც მაინ ისაუბრა, თვითონ უნდა გააკეთოს კომენტარი,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებსა და იუსტიციის მინისტრად თამარ ჩუგოშვილი შესაძლო დანიშვნას, დეპუტატი ამ ინფორმაციას უარყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები