16 ოქტომბერი 2018,   10:54
ვრცლად
ზუგდიდში დევნილთა სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა გზის გადაკეტვა სცადეს

ზუგდიდში დევნილთა სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

დევნილები აპროტესტებენ რომ ახალადგამოქვეყნებულ საცხოვრებელ სიაში ვერ მოხვდნენ. მათი თქმით, ისინი  ყველა პირობას აკმაყოფილებდნენ, იმისთვის, რომ საცხოვრებელი მიეღოთ და მათ შესაბამისი ქულებიც უწყობდათ ხელს.

ადგილზე სამმართველოში შეჭრის მცდელობაც იყო. სამმართველოსთან შეკრებილებს  სამართალდამცავებმა გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს.

იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის არიან მრავალშვილიანი ოჯახები, მძიმე ავადმყოფები და მოხუცები. აქციაზე ერთ-ერთი მოხუცი ქალბატონი შეუძლოდ გახდა.

დღის ამბები