19 აპრილი 2024,   12:10
ვრცლად
მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი

მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს,- ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბროსას განაცხადა. მისი თქმით, საქმის მასალები დაცვის მხარეს უკვე ჩაბარდა.

ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სკანდალური ვიდეოების ჩაწერის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა.

„ჩვენ და ბატონი თემური მზად არის, სამართლებრივად დავამტკიცოთ მისი უდანაშაულობა. გამომდინარე აქედან, დღეს, სავარაუდოდ, აღკვეთ ღონისძიებაზე იქნება სასამართლოში მსჯელობა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტური იქნება აღკვეთი ღონისძიების განხილვის დროს,“- განაცხადა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.

თემურ აბაზოვის დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება.

გამოძიება ღირსების შემლახველი ვიდეოების გავრცელებული შემდეგ დაიწყო, სადაც მარნეულის მცხოვრებ ელჩინ ალახვერდოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სექსუალური ძალადობის მუქარით ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულეს. კადრები „სტუდია მონიტორმა“ გაავრცელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები