20 აგვისტო 2018,   01:29
ვრცლად
პრეზიდენტი შეფასებებში ზედაპირულია - ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია პრეზიდენტს ზედაპირული შეფასებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდს წევრი გიორგი მარგველაშვილის კომენტარს  გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უნდა დამთავრდეს მასკარადი, როცა პრემიერები გაუგებარი მიზეზებით მიდიან.

ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტი შეფასებებში ზედაპირულია.

ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისში იკრიბებიან. მმართველმა გუნდმა დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერის კანდიდატურაზე უნდა იმსჯელოს. 

ნუკრი ქანთარია პრემიერი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადადგომას გამოეხმაურა. ის არ გამორიცხავს, რომ ახალ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე დაინიშნოს.

რაც შეეხება ივანიშვილის კიდევ ერთხელ გაპრემიერების საკითხს, ქანთარია ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე აღარ დაბრუნდება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები