20 აპრილი 2024,   05:42
ვრცლად
დაწყებულია კონსულტაციები, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. როგორც ცნობილია, მმართველმა გუნდმა დღეს პრემიერობის კანდიდატი უნდა დაასახელოს.

შეხვედრაზე უკვე მივიდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
თალაკვაძე ადასტურებს, რომ პრემიერის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა  ამბობს, რომ გუნდში კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.

"კანდიდატურებთან დაკავშირებით დაწყებულია შიდა კონსულტაციები, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა და საბოლოო გადაწყვეტილებას გაგაცნობთ სხდომის დასრულებისთანავე,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

უმრავლესობის სხდომა აქციის ფონზე გაიმართება. „ქართული ოცნების“ ოფისთან ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები და შვილ მკვდარი მშობლები აქციას მართავენ.

დღის ამბები