17 დეკემბერი 2018,   10:32
ვრცლად
1 წელი დედა-შვილის სასტიკი მკვლელობიდან - გამოუძიებელი დანაშაული დაუდგენელი მოტივითა და დამნაშავის დასჯის გარეშე

სოფელ ტახტისძირში მომხდარი საზარელი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა მკვლელი დაუსჯელია.

დედა-შვილი ავტომატიდან 3 გასროლით საკუთარ სახლში ჩაცხრილეს.

დაუდგენელია 31 წლის გოგონასა და დედის მკვლელობის მოტივი. მოკლულების ოჯახის წევრები და თანასოფლელები ამბობენ, რომ დედა-შვილის მკვლელი მათი თანასოფლელი, 26 წლის ახალგაზრდა ომარ ბაციკაძეა.

სწორედ მისი ეზოდან ამოიღეს მკვლელობის იარაღი, რომლითაც დედა შვილია ჩაცხრილული, ბაციკაძე მალევე დააკავეს, თუმცა მას ბრალი არა ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის არამედ იარაღის უკანონო შენახვის მუხლით წაუყენეს, საბოლოოდ დანაშაული არ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს.

მოკლული დედა-შვილის ახლობლები ამბობენ, რომ გამომძიებლებმა სრულყოფილი საგამოძიებო სამუშაოები არ ჩაატარეს, მკვლელს კი მკვლელობის ადგილიდან დანაშაულის კვალის წაშლასა და ნივთმტკიცებების განადგურებაში ხელი არ შეუშალეს.

3 დღიანი გაუჩინარების შემდეგ მოკლული დედა-შვილი მეზობელმა იპოვა. მიცვალებულებს ფიზიკური ძალადობის კვალიც აღენიშნებოდათ​.

ტახტისძირებელი მკვლელის დასჯას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ის მათთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.

ორი ადამიანის მკვლელობიდან 1 წლისთავზე პროკურატურაში განმარტებებს არ აკეთებენ.

დღის ამბები