18 ივნისი 2018,   19:35
ვრცლად
ვინ წავა მთავრობიდან - არაოფიციალურად, რამდენიმე მინისტრის შემცვლელი სახელდება

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება. სავარაუდოდ, მთავრობას ოთხი მინისტრი დაემშვიდობება.

როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნებიან იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი, კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე.  

არაოფიციალურად სახელდებიან მინისტრების შემცვლელებიც. სავარაუდოდ, თეა წულუკიანს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძე შეცვლის. საგარეო საქმეთა მინისტრად, სავარაუდოდ, მიხეილ ჯანელიძის მოადგილე, დავით ზალკალიანი დაინიშნება. კულტურის მინისტრი, სავარაუდოდ, საკრებულოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი იქნება.   

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. ამის შესახებ პარტიის ოფისში სპეციალური განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები