24 აპრილი 2024,   02:22
ვრცლად
პრემიერობის კანდიდატი ცნობილია - საზოგადოება ახლა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დასახელებას ელოდება 

პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელების შემდეგ, საზოგადოება მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოლოდინშია.

მთავრობის მომავალი წევრები და სამოქმედო პროგრამა პარლამენტს მამუკა ბახტაძემ უნდა წარუდგინოს, რომელსაც ამისთვის ერთკვირიანი ვადა აქვს.

კენჭისყრამდე კი საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა.

პროცედურების დასრულების შემდეგ კი პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე უნდა იმსჯელოს.

„პარლამენტი სავარაუდოდ იმ კვირაში შეიკრიბება და რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. თვისობრივი ცვლილებები გასატარებელია, მე ადრეც მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ. ამიტომაც მივესალმები მამუკა ბახტაძის კანდიდატურას, იმიტომ, რომ ის არ მოდის პოლიტიკური წრეებიდან, სულ რამდენიმე თვეა ჩაერთო პოლიტიკაში ეს პიროვნება. ის არ იყო არც პარტიულ პოლიტიკაში ჩართული, არც სახელმწიფო პოლიტიკაში, იყო კერძო სტრუქტურის ხელმძღვანელი. ამიტომაც თვისობრივი ცვლილებები სჭირდება ქვეყანას, რომ მოქალაქეებმა და ქართულმა ოჯახებმა იგრძნონ ის სიკეთეები, რაც ეკონომიკურ ციფრებში ძალიან კარგად გამოიყურება,“-აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები