20 აპრილი 2024,   12:22
ვრცლად
„მარიონეტების ცვლას არანაირი შედეგი არ მოაქვს" - მთავრობის განახლებული შემადგენლობა ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მიიღებს 

მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

დეპუტატები ამბობენ, რომ ვინც არ უნდა მოხვდეს ახალ კაბინეტში, მთავრობა მხოლოდ ფორმალობა იქნება.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მომავალშიც ექსპრემიერი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.

„ცხადია ვერ დავუჭერთ ვერანაირ მთავრობის კონფიგურაციას მხარს, რომელიც არის ივანიშვილის რჩეული. იმიტომ, რომ ვთვლით, რომ სწორედ ამ ადამიანიდან მომდინარეობს ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს. შესაბამისად მან რა პაკიც არ უნდა გამოცვალოს, გაწირავს თუ არ გაწირავს თეა წულუკიანს, ეს უკვე მეორე ხარისხოვანია, რადგან ვინც არ უნდა მოვიდეს მათ ადგილას იქნება ივანიშვილის პაიკი“-განაცხადა ენმ-ს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

პრემიერი მინისტრის გადადგომას და მთავრობის წევრების შესაძლო შეცვლას მარიონეტების გადაადგილებას უწოდებენ "ევროპული საქართველოს" წევრებიც. 

„მარიონეტების ცვლას ხელისუფლებაში, არანაირი შედეგი არ მოაქვს. ეს უკვე ფაქტია, იმიტომ, რომ ღერძი პრობლემის ეს არის ასეთი მმართველობის სტილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამ ვითარებაში იქნება გენპროკურორის ადგილის გამოგლეჯვა ხელისუფლებიდან,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები